ნამაი ვაკე, ჟვანიას ქუჩა

  პრემიუმ-კლასის აპარტამენტები “ნამაი ვაკე” თბილისში, ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს.

“ნამაი ვაკეს” სახით, ლიეტუველ პროფესიონალებს სურდათ ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის ევროპის მოწინავე ინოვაციები და ტექნოლოგიები გაეზიარებინათ.

შპს „კონსტრუქტორმა“ ნამაი ვაკეში სახურავებსა და საცხოვრებელ ფართებში, შეასრულა უმაღლესი ხარისხის, ევრო სტანდარტის შესაბამისი იატაკის მჭიმის მოწყობის სამუშაოები, ამ კონკრეტულ პროექტზე გამოყენებული იქნა ქვეყანაში არსებული საუკეთესო ხარისხის მასალები, იმპორტირებული მაღალი ხარისხის დათბუნების ფილები და რაც მთავარია ჩვენმა გუნდა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვართ მაღალი დონის სამშენებლო კომპანია, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ევრო-სტანდარტის შესაბამის ხარისხს.

მოეწყო ბეტონის იატაკები სახურავებსა და ტერასებზე, რომლის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 2500 კვ მეტრი, ხოლო საცხოვრებელი ფართების სრულმა მოცულობამ შეადგინა 18 000 კვ მეტრი. სამუშასოები დასრულდა 5 თვის განმავლობაში.