წყნეთი კერძო სახლი

  დაბა წყნეთში მაღალი დონის მრავალოთახიან სახცოვრებელ კერძო სახლში მოეწყო იატაკის მოჭიმვის სამუშაოები, სახურავებას და ოთახებში, როგორც ყოველთვსი გამოვიყენეთ ყველა საჭირო და მაღალი ხარისხის მასალა რამაც უზრუნველყო უმაღლესი დონის ბეტონის იატაკის მიღება.

 მსგავის იატაკები საუკეთესოა მასზე შემდგომი სამუშაოების განსახორციელებლად, როგორებიცაა მაგალითად: ლამინატის, მეტლახისა და პარკეტის სამუშაოები.

 მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 2000 კვ მეტრი, სამუშაოები დასრულდა 14 დღეში.

 კომპანია კონსტრუქტორი თქვენი ხარისხის გარანტი.

შპს ვიზზ

  კომპანია ვიზიარის მშენებარე კომპლექსში რომელი ვანის ქუჩაზე მდებარეობდა, ჩვენმა გუნდა მოაწყო სახურავზე იატაკის მოჭიმვა. დამათბუნებელ ფენად გამოვიყენეთ ექტრუდირებული ფილები და ვულკანური პემზა. დაიგო 8 სმ სისქის ფიბრო-ბეტონი და ზედაპირი მოიხვეწა მოსაპრიალებელი დანადგარით.
  სამუშაოები შესრუდა 2 კორპუსზე, თითოს მოცულობამ შეადგინა 400 კვ მეტრი, პროექტი დასრულად 20 დღეში და ასევე შიდა ფართებში გავაგრძელეთ იატაკის მჭიმის მოწობა, რომლის სრულმა ფართმაც შეადგინა 400 კვადრატული მეტრი.
  ჩვენი გუნდი მუდამ ცდილობს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ნებისმიერი სირთულის საქმეს და შევასრულოთ ყველაფერი ევრო სტანდარტის შესაბამისად.

საუნივერსიტეტო კომპლექსი

  ქუთაისი საუნევრსიტეტო კომპლექსზე მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისგებლო და საინტერესო პროექტი იყო ჩვენი გუნდისათვის. სახურავზე გამოყენებულმა მასალებმადა ტექნოლოგიებმა მიგვაღებინა ევრო სტანდარტის შესაბამისი შედეგი, რაც შეეფერება ისეთ განსაკუთრებულ კომპლექსს, როგორიცაა ახალი საუნევირსიტეტო კომპლექსი.

  გამოვიყენეთ 2 ფენა 5სმ სისქის ექტრუდირებული ფილები, წიდა თბოიზოლაცისაათვის, და 10 სმ სისქის ბეტონი, 500 მარკიანი ცემენტითა და მაღალი ხარისხის ქვიშით. დავაყენეთ ნესტსაწინააღმდეგო აერატორები. ზედაპირი რასაკვირველია მოვხვეწეთ მოსაპრიალებელი დანადგარით. მთლიანმა სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 4000 კვადრატული მეტრი, დასრულდა 45 დღეში.

  მსგავსი რთული და ასევე საპასუხისმგებლო პროექტების სიმრავლე ჩვენთვის წარმოადგენს სიამაყის საფუძველს და რაც მთავარი სტიმულს, რათა მომავალში მომხარებელს შევთავაზოთ უკეთესი ხარისხსი მომსახურება.

ისანი ისრაელის ბიზნეს ჯგუფი

  ისანში ბაღდათის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში დავაგეთ ბეტონის იატაკები საცხოვრებელ ფართებში. მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 33 000 კვ მეტრი. სამუშსაოს ხანგრძლივობა 7 თვე.მოეწყო იატაკის მოჭიმვა ასევე სახურავებსა და ტერასებზე რომლის მოცულობამაც 3500 კვ შეადგინა.

  შპს „ კონსტრუქტორი“ ეს არის ორგანიზაცია რომელიც მრავალი ქართული და არა მხოლოდ ქართული კომპანიის პარტნიორია და მათ ნდობას ინარჩუნებს

ორთაჭალა , მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი

ორთაჭალაში მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში, საოფისე ფართზე მოეწყო ბეტონის იატაკები.

დამათბუნებელ ფენად გამოვიყენეთ ექტრუდირებული პოლისტიროლის ფილები და ზემოდან დავაგეთ 8 სმ სისქის ბეტონის იატაკი. მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 650 კვ, სამომავლოდ იგეგმება მთელ შენობაში იატაკის მჭიმის მოწყობა.

კომპანია „კონსტრუქტორი“ სანდოობის გარანტი

ნამაი ვაკე, ჟვანიას ქუჩა

  პრემიუმ-კლასის აპარტამენტები “ნამაი ვაკე” თბილისში, ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს.

“ნამაი ვაკეს” სახით, ლიეტუველ პროფესიონალებს სურდათ ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის ევროპის მოწინავე ინოვაციები და ტექნოლოგიები გაეზიარებინათ.

შპს „კონსტრუქტორმა“ ნამაი ვაკეში სახურავებსა და საცხოვრებელ ფართებში, შეასრულა უმაღლესი ხარისხის, ევრო სტანდარტის შესაბამისი იატაკის მჭიმის მოწყობის სამუშაოები, ამ კონკრეტულ პროექტზე გამოყენებული იქნა ქვეყანაში არსებული საუკეთესო ხარისხის მასალები, იმპორტირებული მაღალი ხარისხის დათბუნების ფილები და რაც მთავარია ჩვენმა გუნდა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვართ მაღალი დონის სამშენებლო კომპანია, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ევრო-სტანდარტის შესაბამის ხარისხს.

მოეწყო ბეტონის იატაკები სახურავებსა და ტერასებზე, რომლის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 2500 კვ მეტრი, ხოლო საცხოვრებელი ფართების სრულმა მოცულობამ შეადგინა 18 000 კვ მეტრი. სამუშასოები დასრულდა 5 თვის განმავლობაში.

კასპი, პროფესიული სასწავლებელი

  ქ. კასპი-ს პროფესიულ სასწავლებელში დავაგეთ მაღალი ხარისხის ბეტონის იატაკი. დამათბუნებელ ფენად გამოვიყენეთ ვულკანური პემზა, ასევე ადგილობრივი ჰაიდელბერგის მაღალი მარკის ცემენტი.

  ჩვენი გუნდი თანამშრომლობს, როგორც კერძო კომპაიებთან, ასევე სახელმწიფო პროექტებშიც იღებს მონაწილეობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პროფესიონალიზმსა და სანდოობას.

ვაკე პლაზა

  ქ.თბილისში ჭავჭვაძის გამზირზე შევასრულეთ იატაკის მოჭიმვის სამუშაოები, მთლიანი ფართი შეადგენდა 11 000 კვადრატულ მეტრს, ზედაპირი მოვხვეწეთ მოსაპრიალებელი დანადგარით, გამოვიყენეთ ჰაიდელბერგის უმაღლესი ხარისხის ცემეეტნი, პოლიპროპილენის ფიბრა და დემფერული ლენტი.

  სამუშაოები დასრულდა 2 თვეში, ჩვენ მიერ დაგებული იატაკი იდეალურია მასზე შემდგომი სამუშაოების შესასრულებლად. პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი, ეს არის ჩვენი წარმატების დევიზი და საწინდარი.

დიღომი 7 , კერძო საცხოვრებელი სახლი

  დიღომი შვიდში კერძო საცხოვრებელ ბინაში დაიგო ბეტონის იატაკი, ზედაპირი დავამუშავეთ მოსახვეწი დანადგარით, გამოვყენეთ ჰაიდელბერგის ცემენტი, პოლიპროპილენის ფიბრა და დემფერული ლენტი.

  სამუშაოს სრულმა მოცულობამ შეადგინა 400 კვ, დღეს დღეობით ჩვენი კომპანია არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო, რაზეც მეტყველებს ის მრავალწლიანი შრომის შედეგად დაგროვილი დასრულებული პროქეტრების რაოდენობა.

დიდი დიღომი ჰაუსარტ ლუქსი

  დიდ დიღომში მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში „ჰაუსარტ ლუქსში“ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოეწყო ბეტონის იატაკები. დამათბუნებელ ფენად გამოვიყენეთ ვულკანური პემზა, შემდგომ მასზე დავაგეთ ქვიშა ცემენტის ხსნარი.

  სრულმა სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 22 000 კვადრატული მეტრი, სამუშაოები დასრულდა 6 თვეში. მოეწყო ასევე ამავე საცხოვრებელი ბინის სახურავის გადახურვა ბეტონის იატაკით.

  ჩვენ მიერ შესრულებული პროექტები ნათელი მაგალითია იმისა თუ რა მონდომებით ვცდილობთ ბაზარზე დავიმკვიდროთ ისეთი კომპანიის იმიჯი, რომელიც ასოცირდება ევროპული მაღალი მომსახურებათან.